ცნობილია, ყაზახეთში ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში მყოფი მგზავრების სია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, 25 ადამიანი გადარჩა.
ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 25 ადამიანი გადარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილი მოქალაქეებიდან 22 კლინიკაში გადაიყვანეს.
სულ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.