ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტმა თანატოლებისგან 22 000 ლარამდე მიითვისა და მიიმალა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
სტუდენტების განცხადებით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაზარალებული უცხოელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ. თანხა ინდოეთის მოქალაქემ მიითვისა, რომელიც ასევე ქუთაისში სწავლობს.
“თქვა, რომ ფული დის ოპერაციისთვის სჭირდებოდა; სხვებს უთხრა, რომ ვიღაცამ მოატყუა და ამიტომ დასჭირდა თანხა; ზოგს კი უთხრა, რომ საკრედიტო ბარათის დავალიანების დაფარვა სურდა. უკვე ორი თვეა, მასთან კავშირი საერთოდ აღარ მაქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული „ინფო იმერეთთან“ საუბარში.










