მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მაშინაც კი, როდესაც მამუკა მდინარაძეს შინაპატიმრობა ჰქონდა, მოგვაჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა.
„ქართულ ოცნებაში“ არის შიდა წიოკი, დაპირისპირება, ერთმანეთის ჩაშვება არის ყოველდღიურობა და ამის ნათელი მაგალითი არის მდინარაძის გათავისუფლება და პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლა“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.










