
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.










