თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს.
მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე“,- წერს მალხაზ ჯინორია.









