LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები – შოთო სიხარული ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე წერს

ცივ სამარეში ვერ ჩაეტია და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები – შოთო სიხარული ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე წერს

დაპოსტა 2023/01/03-ში
A A
272
ნახვა
გაზიარება

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ემიგრანის გარდაცვლილ შვილზე, 30 წლის შაკო ბოგველის შესახებ წერს.

“გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 30 წლის შაკო ბოგველი… შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ იზა ბოგველი შოთო სიხარულიძეს თელავში ჩასვლისკენ მოუწოდებდა შოთიკო ბოჭორიძის დაკრძალვაზე… ის წერდა რომ  მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის დედა იყო და მან იავნანა უმღერა დაკრძალვის დღეს შვილს…

ახლა კი მან მეორე შვილი დაკარგა.. შაკო ბოგველი  რომელიც 12 წელი არ ყავდა ნანახი და ის დღეს ავარიით გარდაიცვალა. მართლაც რომ შემზარავი ამბავია დავმუნჯდი მე… არ ვიცი რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა….

მენანები მიწისთვის….

ცივ სამარეში ვერ ჩაეტია და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები…

ემატება ტკივილს ტკივილი, ვერ ჩაეტია ცივ სამარეში და სახლში დარჩა დედას ღიმილი… მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ, ცივ სასახლეში გამოხვეული, ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან და სახლში დარჩა დედას სხეული… ბორცვი მარტოა ახლა სრულიად, და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით და რადგან სახლი დედის სულია მათბობს საკმევლის ნელი სურნელით…

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 30 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იზა ბოგველს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

30 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა….

შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, რატომ არ შეგებრალა  ემიგრანტი მონატრებული დედა… მიწისთვის მენანები… სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ.. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, შაკო აღარ გვყავს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება.  მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 30 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი” – წერს სიხარულიძე

გაზიარება109

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....

დაწვრილებითDetails

მაღალი დარიცხვები წყლის გადასახადზე – რა გადაწყვეტილება მიიღო “სემეკმა”

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას...

დაწვრილებითDetails

ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა
მთავარი

რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოყალიბდა , - ამის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945...

დაწვრილებითDetails

რა იკრძალება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“კი ევროპას,არა რუსეთს!”- ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე/ 7 კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან
მთავარი

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება - სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. „არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან...

დაწვრილებითDetails

“თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტი ვყოფილვარ, „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი – როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავშირება!|

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში | ღარიბაშვილი
მთავარი

თავი დაანებეთ ჩემს წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! , - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავის წერილში ხელისუფლების წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ ხალხმა იცის ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი....

დაწვრილებითDetails

“საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი – ტყუილად ნუ წვალობთ! – ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი|

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში ადანაშაულებს. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ...

დაწვრილებითDetails

მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით  (სგპ ,,ყაზბეგი“...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"