LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი – თენგიზ ცერცვაძე

ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლო-ვის და რატომ პასუხობს თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2021/07/08-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის კრიტიკას პასუხობს.

“ქალბატონმა თამარ ჟამურაშვილმა, რომელიც გერმანიაში საქმიანობს და ბოლო პერიოდში თითქოს ცდილობდა საქართველოს COVID სიტუაციასთან დაკავშირებით კორექტული ყოფილიყო, რასაც ყველა მიესალმა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლო და ა.წ. 4 ივლისს გამოაქვეყნა უაღრესად ტენდენციური და არაკორექტული პოსტი ჩვენს COVID ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინტერვიუზე.

მან გამოიყენა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, სადაც მე ფაიზერის ვაქცინას მერსედესის ბოლო მოდელს ვადარებ და მონათლა ეს შედარებად, რომელიც „ყოველგვარ ზღვარს ცდება“ და „სრულიად ქართველი ერის შეურაცხყოფად“?! მეტი დამაჯერებლობისთვის მან დაამატა, რომ ჩვენ ქართველ ერს „ამპარტავანი“ ვუწოდეთ და „ქედმაღლურად დავცინეთ“, რაც სრული სიცრუეა, ჩვენს ინტერვიუში მსგავსი არაფერი გვითქვამს, რისი გადამოწმებაც ადვილია.

წმინდა წყლის დემაგოგია და იაფფასიანი პოპულიზმია და თან სულაც არ არის უწყინარი და აი რატომ:

ქ-ნმა თამარმა შეგნებულად დააიგნორა მთავარი, რაც მე ჩემს ინტერვიუში ვთქვი, კერძოდ, სიტყვა-სიტყვით „– ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს თუ გვექნება არჩევანის საშუალება ვთქვათ, იგივე ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“.

აი, რა ვთქვი მე ჩემს ინტერვიუში სინამდვილეში და მის სისწორეზე მზად ვარ ხელი რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვაწერო. რა არის ამაში ზღვარსგადასული და სრულიად ქართველი ერის შეურაცხმყოფელი, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე იქცევა.

ქ-ნი თამარი დემაგოგიურად და პოპულისტურად საუბრობს იმაზე, რომ ხარისხიანი ვაქცინა (ფაიზერი) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვალდებული იყო მხოლოდ ის შემოეტანა.

ხარისხიანი ვაქცინა რომ კარგია, ამას „შარიტეს“ კლინიკის ექიმობა არ სჭირდება და ნებისმიერმა იცის და მერწმუნეთ ჩვენ ქ-ნ თამარზე გაცილებით მეტად გვემეტება ქართველებისთვის ყველაფერი საუკეთესო, მათ შორის ყველაზე უკეთესი ვაქცინაც, მაგრამ უნდა ვიყოთ პრაგმატულები და გამოვიდეთ იქედან, თუ დღევანდელ რეალობაში კონკრეტულად რა იქნება მოსახლეობისთვის შესაძლებელი და უკეთესი.

ფაიზერის ვაქცინა კარგია, მაგრამ კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რომ ყველას ეყოს. უხეში გათვლებით ფაიზერის ამჟამინდელი მსოფლიო მარაგი ყოველი 6-7 მსურველისგან მხოლოდ ერთისთვის არის საკმარისი და როგორ უნდა უზრუნველყოს ასეთ პირობებში საქართველომ ყველა მოქალაქისთვის საკმარისი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინის მიწოდება.

საქმე ფასში არ არის. საქართველოს მხარე მზად არის თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი.

პრობლემა მსოფლიო ბაზარზე ამ ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობაა. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, შესაძლოა ამერიკის და ისრაელის გარდა, რომელსაც იმდენი ფაიზერის ვაქცინა ექნებოდა, რამდენსაც ისურვებდა.

საქართველო შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ქვეყანაში აქამდეც შემოდიოდა და წლის ბოლომდე გარანტირებულად შემოვა სხვადასხვა წარმოების ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი, ნოვოვაქსი და სხვ.) სულ ცოტა 4 მილიონი დოზა, რაც სავსებით საკმარისია მოსახლეობის სულ ცოტა 65%-ის ასაცრელად. მაგრამ ამ 4 მილიონიდან ფაიზერი სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ან 1.5 მილიონი დოზა იქნება (500-750 ათასი პირისთვის), რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ყველას მაინც ვერ ეყოფა.

ასეა ყველა ქვეყანაში. მხოლოდ იქ, ჩვენგან განსხვავებით ამისგან ტრაგედიას არ ქმნიან.

სწორედ ამიტომ თვით ქ-ნმა მერკელმა და თითქმის ყველა ევროპულმა ლიდერმა დემონსტრაციულად აიცრა ასტრაზენეკათი (და არა ფაიზერით). თურქეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის და კიდევ ბევრი სხვა გავლენიანი ქვეყნის ლიდერებმა ასევე დემონსტრაციულად აიცრეს ტელევიზიის ღია ეთერში ჩინური ვაქცინით და ამით, ქ-ნ თამარისგან განსხვავებით, თავის მოსახლეობას უთხრეს, რომ ყველა ვაქცინა თავისებურად კარგია და უნდა ავიცრათ იმითი, რაც გვაქვს და არ ჩავიციკლოთ რაღაც ყველაზე უკეთესზე.

მითუმეტეს, რომ ჯერ ბოლომდე დადგენილი არც არის, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უკეთესი. ასე მაგალითად, COVID-19 იშვიათად, მაგრამ ორჯერ ვაქცინირებულ პირებსაც ემართებათ, მათ შორის ფაიზერით ორჯერ ვაქცინირებულებსაც.

მთავარი ის არის, რომ ყველა ვაქცინა საიმედოდ იცავს დაავადების სასიკვდილო და კრიტიკულად მძიმე ფორმებისგან.

ქ-ნი თამარის დემაგოგიური და პოპულისტური გამონათქვამები იმიტომ არის სახიფათო და საზიანო მოსახლეობისთვის, რომ მათი გავლენით მოსახლეობის ნაწილმა შესაძლოა უარი თქვას სხვა ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი და სხვ.) და ყველა დაელოდოს მაინცდამაინც ფაიზერს, რაც ძალიან შეუშლის ხელს ქვეყანაში მასობრივ ვაქცინაციას და შესაბამისად პანდემიის დაძლევას.

თავის დროზე დეკემბერ-იანვარში სწორედ ქ-ნი თამარისნაირი ადამიანების გავლენით საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ უკვე თქვა კატეგორიული უარი ჩინური და სხვა ვაქცინების (ფაიზერის გარდა) შემოტანაზე და ამით საქართველო მხოლოდ დაზარალდა.

რომ არა ეს ფაქტი, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, რასაც სხვა ქვეყნების მაგალითი ადასტურებს. ბრიტანეთმა მკვეთრად შეამცირა სიკვდილობა ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინით, ხოლო თურქეთმა, უნგრეთმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და აზერბაიჯანმა – ჩინური ვაქცინით. საქართველომ კი ზოგიერთ ვაი ექსპერტის პოზიციის გამო, ეს შანსი არ გამოიყენა და დააგვიანა.

და ბოლოს. თუ ქ-ნ თამარს მართლა ჰგონია, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა გული საქართველოს მოსახლეობაზე, ან ჩვენზე მეტი აქვს მისთვის გაკეთებული, ან ჩვენზე მეტი კომპეტენცია აქვს COVID-ის მართვაში, ვთავაზობთ მას შევხვდეთ ერთმანეთს დებატებში ნებისმიერი ფორმატით (სატელევიზიო, ავადმყოფის საწოლთან და სხვ.) და ვნახოთ ვინ ვინ არის” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, და­სავ­ლე­თის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში - შიდა ქარ­თლში, ასე­ვე მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი....

დაწვრილებითDetails

ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­ში, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც კი 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნია, რომ­ლის...

დაწვრილებითDetails

„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა
მთავარი

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები დანაშაულებრივ სქემაში ახალგაზრდების ჩათრევას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ცდილობენ. ე.წ. დამდებებს ტელეგრამ არხებზე ეძებენ და მათ კვირაში 1500 დოლარს სთავაზობენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების...

დაწვრილებითDetails

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ...

დაწვრილებითDetails

“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
მთავარი

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრა გაიმართა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

თუშეთში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  34 წლის სიმონ ხეჩაშვილი გარდაიცვალა. მამაკაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო. ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა....

დაწვრილებითDetails

შუალედური არჩევნების ჩატარებაზე 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისში ამ ეტაპზე 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
მთავარი

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი....

დაწვრილებითDetails

დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება – რას ამბობს მომღერალი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„თუ მოვიგებ, მოგებულ თანხას ლევანის ხსოვნისთვის, მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმარ“ – რას წერს ნინი შერმადინი
მთავარი

"დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება" - ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ამბობს, რომ ამერიკულ სამართალდამცავ უწყებებს უკვე მიმართა.

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ხარაგაულში

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სტიქიაა ხარაგაულში
მთავარი

სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"