
ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იქნება. მართალია ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა მხარეები უკვე შეთანხმდნენ. გია ცეცაძე ბოლოს “სამტრედიაში” მუშაობდა. მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედოს” ახალმა მფლობელმა კახა ჩხეტიანი გაათავისუფლა, მიზეზად კი კლუბის ცუდი შედეგი დაასახელა. რამდენად მოახერხებს ცეცაძე კლუბთან ერთად საუკეთესო შედეგები დადოს, ამ ეტაპზე ბუნდოვანია. “ჩხეტო გაუშვით და ცეცაძე მოიყვანეთ?? ხომ ააყვავა ცეცაძემ სადაც იმუშავა. ახლა კი მართლა დავიჯერე ფეხბურთი რომ აღარაა ქუთაისში”- ამგვარი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტ სივრცეში.










