ნამოხვანჰესის აქციის მონაწილეებმა ხიდზე გაბმულ ჯაჭვზე თავი დაიბოქლომეს.
მოქალაქეები ნამოხვანჰესის მშენებლობას მე-20 დღეა აპროტესტებენ.
”ტექნიკა დღეს უნდა გამოეყვანათ, მათ ეს შეთანხმება დაარღვიეს და განაგრძეს სამუშაო პროცესი.ამიტომჩვენ ისევ გადავკეტეთ ეს გზა. ეს ხალხი ჩვენ გვეთამაშება და მათ გასვლაზე რეალური გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. ჩვენ მზად ვართ პირდაპირ სისხლიდავღვაროთ ამ მიწის დასაცავად.” – განაცხადა აქციის მონაწილემ.