LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე

“ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე “-მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2024/12/23-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი – ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – “დიფ სტეიტის” დამარცხება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპი და მისი მომავალი ადმინისტრაცია ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“, რაშიც გულისხმობენ ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს, ასევე, მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოს ედავებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აშშ დგას.

მდინარაძის განცხადებითვე, საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი ზემოთ აღნიშნული დაპირებების შესრულებას.

„ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“ და რას გულისხმობენ ამაში – როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. თურმე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად, „The Hill”, ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა [აშშ-ის] მოქმედი ადმინისტრაცია. „ომის პარტიას“ ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია – „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი, აგენტურა და გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როდესაც არის „დიფ სტეიტზე“ საუბარი, რაზეც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს, თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს – ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად თუ არაპირობითად მოვიხსენიოთ „გლობალური ომის პარტიად“ ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ.

შესაბამისად, ეს არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, მ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს.

ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას: პირველი – რამდენად შეძლებს გავლენა მოახდინოს, რომ დასრულდეს ომი – ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"