ეს წელი, საქართველოსთვის, დემოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ კატასტროფის წინაშე დგას – ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს ოფიციალური ცნობით, 30 წლის შემდეგ ქართველები, იმ გამრავლების ტემპით, რაც დღეს გვაქვს, საქართველოში უმცირესობა გახდება.
,,კატა და კურდღელი როგორც მრავლდება, ყველამ ვიცით. ამიტომ საუკეთესო წელია გამრავლებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
კატა ინტუიციური ნიშანია. ადამიანებში ინტუიცია მოიმატებს, მოიმატებს დიპლომატიურობა, თავისუფლების შეგრძნება და დამოუკიდებლად მოქმედების პრინციპები.
მოკლედ, ჩვენ თუ არ გავმრავლდით, დედა გვეტირება! ასე პირდაპირ ვიტყვი. საგანგაშო ფაქტია, რომ წელს პირველი წელიწადია (ოქტომბრის სტატისტიკის ჩათვლით), როდესაც საქართველოში ქართული ეთნოსი დაიბადა ნაკლები, ვიდრე სხვა აქ მცხოვრები. ასეთი რამ აქ არ ყოფილა. ასე, რომ გამოვიყენოთ კატა-კურდღლის წელი.” – თქვა მიხეილ ცაგარელმა ,,პრაიმტაიმთან”.










