LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2023/04/07-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ რთულ ვითარებაზე, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის.

„ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს  ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტები განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.

მე ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა,  შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი.

მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით მჯერა, რომ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასი მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს. თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი. ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. დიდი მადლობა“, –  განაცხადა პრემიერმა.

translator

 

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე” – კაია კალასი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი
მთავარი

მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სულ უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა , - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „2026 წლის გაფართოების პაკეტშია“ ნათქვამი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეპრესიული კანონების მიღების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია ” – მარტა კოსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა...

დაწვრილებითDetails

“უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა “- ევროკომისია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება - სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, -...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია”- ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის  დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს  საწარმოო...

დაწვრილებითDetails

” ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში, სადაც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"