უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიწისქვეშა ოთახში ბირთვულ ნარჩენებზე, ურანის მასებში წვის რეაქცია მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩერნობილში შესაძლოა, კიდევე ერთი აფეთქება მოხდეს.
ნეიტრონების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვიოს. ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფის მკვლევარებმა მიწისქვეშა ოთახში ნეიტრონების რიცხვის სტაბილური ზრდა – სახელწოდებით 305/2 დააფიქსირეს.
“რადიოაქტიური ნარჩენები იწვის ისე, როგორც ნაკვერჩხალზე მწვადი” – განუცხადა ჟურნალ Science-ს შეფილდის უნივერსიტეტის ბირთვული მასალების მეცნიერებისა და ინჟინერიის პროფესორმა ნილ ჰიატმა.
მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, “ნაკვერჩხალი” ისევ გაღვივდეს და კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს.
“ბევრი გაურკვევლობაა, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ აფეთქების შესაძლებლობას.”, – ამბობს Science-თან უკრაინაში კიევის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოების ინსტიტუტის (ISPNPP) უფროსი მკვლევარი, მაქსიმ საველიევი.” – წერს გამოცემა.










