აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ლიდერები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის მათ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და მის გავლენას საერთაშორისო სიტუაციაზე.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა აღნიშნა, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხის განხილვის გარეშე არ ჩაივლის.









