აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.
“ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია”, – განაცხადა ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ოთახში შესვლისას.
“სასიამოვნოა თქვენი ნახვა”, – მიმართა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დღესვე, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.








