ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ფაქტს სოციალირ ქსელში ნიკა ნარსია ეხმიანება:
,,აქამდე არსად მომიყოლია და ეხლა გეტყვით: 2015 წელს როდესაც ციხეში შეგვასახლეს, დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე ვითომ ჯგუფურად რომ ვცემეთ, თან “ცივი იარაღი რომ ვიხმარე მეგაფონი”, პირველი კვირა შემიშვეს გიჟებთან, ბრალის აღიარებას გვთხოვდნენ და ამას მერე მივხდი რატომაც ქნეს, (ზეწოლისთვის) ჩემს თვალწინ პატიმარმა ორივე ხელი დაიჩეხა ტელეფონზე დასარეკად გაყვანა რომ დაუგვიანეს, ჩვეულებრივად იღებდნენ წამლებსაც, გვერდით საკანში მეგობართან კაცი იყო რომელიც მთელი ღამე დადიოდა და ბუბუბუუუო იძახდა ხან მატარებელი იყო ხან გემი, ასევე ხშირია შემთხვევები თვითონ იგონებენ და თამაშობენ პატიმრები რომ ფსიქიატრიულში გადაიყვანონ და შემდეგ გაათავისუფლონ მაგრამ არავის გადაჰყავთ, ოფიციალური შეურაცხადები იყვნენ რამოდენიმე და არ გადაჰყავდათ მაინც, ამ ისტორიას იმიტომ ვყვები რომ ნათლად დაინახოთ ნინო დათაშვილის საქმე რომ მიზანმიმართულია, ქალია, ემოციურია და ჩვეულებრივი რამეა თან ამ სიცხეში ოთხკედელში ნერვიულობა და ეს რუსები სტალინის მეთოდებზე გადავიდნენ, ქალს წამოტირების გამო საგიჟეში აგზავნიან რომ იქ “წამლებით” დაადებილონ!
მე იმ საკნიდან ათ დღეში გადამიყვანეს რადგან განცხადებების წერა დავაწყებინე წულუკანთან ყველა თანამესაკნეს დღეში რამოდენიმეჯერ და ავუღე ალღო, დავუმეგიბრდი, მაგრამ სხვა შეიძლება შეშინებულიყო და გაეჭრა ზეწოლას!
ასე რომ მათთვის ძალიან მარტივია რუსული მეთოდებით პატიმრის ემოციებზე თამაში ოთხკედელში და “ექსპერტებიც” რასაც უნდათ იმას დაწერენ თავიანთია!
დიდმა საზოგადოებრივმა ზეწოლით უნდა ვუშველოთ, ასევე მისი საკნის შემოწმებაა საჭირო და თანამესაკნერბისაც აუცილებლად!
ეს ჯერ კიდევ 2015 წელს ხდებოდა და ეხლა რეებს იკადრებენ ხომ წარმომიდგენიათ?!..” – წერს სოციალირ ქსელში ნიკა ნარსია.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









