
ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, ლონდონის “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “ნორვიჩს” უმასპინძლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ჩელსიმ” “ნორვიჩი” 7-0 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ, “არისტოკრატები” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, “ნორვიჩი” კი 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.










