14 წლის მოზარდი განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” წევრი და უფლებადამცველის, ანა არგანაშვილის ინფორმაციით, უწყებამ მოზარდი 1 წელი სახლში გამოკეტა, რადგან შშმ პირია.
14 წლის ბავშვი სასამართლოში უჩივის განათლების სამინისტროს.საქმე არის შემდეგში: პანდემიამდე განათლების სამინისტრომ რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო რემონტი. დროებით, ბავშვები სხვა შენობაში გადაიყვანა. ბავშვებს დაუქირავა ტრანსპორტი მაგრამ, დაავიწყდა შშმ ბავშვი და ეს ბავშვი გამოკეტა 1 წელი სახლში.ახლა, როდესაც განათლების სამინისტროს იურისტები ჩადიან ამ რაიონში სასამართლო პროცესზე, სასამართლოს თხოვენ, თავის მგზავრობის და სამივლინებო თანხა დააკისრონ შშმ ბავშვს.დისკრიმინაცია ხომ მოხდა და 15 ლარის და საწვავის ფულის ბავშვისთვის მოთხოვნა არის გაუგონარად ცინიკური მიდგომა.სასამართლო პროცესზე შევდივართ ახლა და ვეცდებით, მარტო ამ ბავშვს კი არა, არცერთ ბავშვს არ მოექცეს ასე სახელმწიფო უწყება.










