LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/04/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია 10 ქალაქში და მოქალაქეებისთვის ყოველთვიურად ახლდება, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ჯავშნების გაკეთების შესაძლებლობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს სურვილის/პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გასაჩივრება.  მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი და მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობები აღიარებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში. აქვე ვეხმაურებით კიდევ ერთ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ თითქოს, შსს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო არ დაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გადაუხდელი ჯარიმა მართვის უფლების არქონასთან დაკავშირებით (მუხლები: 116-ე; 121-ე; 118-4/1; 118-4/2), თუ  ფიქსირდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სერვისების დინამიკური ევოლუცია და ციფრული ინტეგრაცია გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას შევთავაზოთ მაქსიმალურად დახვეწილი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს საჯარო სკოლის ეზოში

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს საჯარო სკოლის ეზოში
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. შემთხვევა საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. დაზარალებულთა შორის ხუთი მოსწავლე და ერთი მშობელია. ექვსივე პირს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდება. შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის...

დაწვრილებითDetails

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული -ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არის დადასტურებული - „ციკადა“ ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, გაციების სიმპტომატიკას იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"