მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლის კი იზრდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 735 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის 0.08%-იანი კლებაა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 45.29 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.24%-ით გაზრდილი ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 19 ნოემბრის მონაცემებით, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საშუალოდ, 297.6 ლარია, 750 სინჯის – 223.2 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 174.1 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 3.16 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 2.77 ლარია.










