შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










