მდიანრე ენგურის სანაპიროზე, სოფელ შამგონაში, ზუსტად იმ ადგილას სადაც ენგურმა სამი ადამიანის ცხედარი გამორიყა, მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და სიმბოლურად მდინარეში წითელი მიხაკები გადაყარეს.
მოძრაობის წევრებმა, საქართველოს ხელიფულება დაადანაშაულეს იმაში, რომ ენგურის ცენტრალური ხიდი ამ დრომდე ჩაკეტილია და იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპაციის მარწუხებშია მოქცეული. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ერთი საპროტესტო ნოტაც არ გამოუთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში არცერთხელ არ გაუგზავნიათ ჰუმანიტარული ტვირთი და არცერთხელ დაინტერესებულან იქ მცხოვრები ადამიანების ბედით.
აქტივისტებმა, ასევე, განაცხადეს, რომ ოკუპანტები და აფხაზური მხარე მზადაა ენგურის ხიდის გასახსნელად, უბრალოდ საქართველოს ხელიფულებას არ აქვს ამის ნება.
გუშინ, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო. ამავე თემაზე:
ინფორმაციას ” მთავარი არხი ” ავრცელებს.










