ის კლინიკები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდათ, თუ ვერ შეძლებენ სხვა საქმიანობის წარმოებას და სახელმწიფო პროგრამის გარეთ ფუნქციონირებას, ალბათ დაიხურება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ .„სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ნათლად იყო გაწერილი, რომ მათ სერვისი უნდა მიეწოდებინათ ბენეფიციარისთვის და იმიტომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი და არა იმიტომ, რომ თავი შეენახა და ალაგ-ალაგ სისხლის ანალიზი გაეკეთებინა ბენეფიციარისთვის. ასეთ შემთხვევაში, კლინიკა უბრალოდ ვერ შეძლებდა ამ რაოდენობის ბენეფიციარით ამ სერვისის მიწოდებას. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, სახელმწიფო ფული არამიზნობრივად არ უნდა დაიხარჯოს და სახელმწიფო ფული მიმართული უნდა იყოს ბენეფიციარის მომსახურებისკენ,” – განაცხადა ადამიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ჯამში, 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან