მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მდებარე 14 ქვეყანაში განლაგებულ სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებმა უპრეცედენტო კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც ადამიანის დაბერების პროცესი შეუქცევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარადიული ახალგაზრდობისა და უკვდავების მიღწევას ვერასდროს შევძლებთ.
უკვე მრავალი წელია, მეცნიერები ამა თუ იმ ხერხით ადამიანის გაახალგაზრდავებას და ასაკის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეჩერებას ცდილობენ, რისთვისაც ხელოვნურ ინტელექტსა და გენომიკის თანამედროვე მიღწევებს იყენებენ, თუმცა უშედეგოდ.
კვლევის ფარგლებში მათ ადამიანების და პრიმატთა გვარში შემავალი სხვა სახეობების შობადობა-სიკვდილიანობის მაჩვენებლები შეისწავლეს, რათა მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას დაკვირვებოდნენ. მონაცემთა ანალიზის შედეგად, მათ ცხოველებსა და ჩვენში ერთნაირი ტენდენცია გამოავლინეს – მცირეწლოვნებში სიკვდილის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში, ადრეულ მოზრდილობაში ის ისევ დაბალ ნიშნულზეა, შემდეგ კი ასაკთან ერთად იმატებს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები ასკვნიან, რომ ამ პროცესის შეჩერება ჩვენს ძალებს აღემატება, რადგან ერთგვარი ბიოლოგიური ლიმიტი გვაქვს დაწესებული. მას კი წინ ვერ აღვუდგებით, როგორც არ უნდა ვეცადოთ.
თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, რადგან მედიცინის განვითარებამ თუ სხვა ფაქტორებმა მცირეწლოვნებსა და ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია. თუმცა, ეს გარდაუვალ დაბერებას მაინც ვერ აგვაცილებს თავიდან.
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....










