“შენი საბედისწერო სურათი მე გადავიღე…” – საირმეში ტრაგიკულად დაღუპული ქალის და მანო კვირკველია დისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს.
საირმეში ტრაგიკულად დაღუპული ქალის მშობლები ოკუპირებულ გალში სოფელ ქვემო ბარღებში ცხოვრობენ. როგორც სკოლის პედაგოგები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, მედეა გამორჩეული მოსწავლე იყო და მთელი სოფელი დასტირის მას.
„მოგეხსენებათ დევნილობა, შემდეგ ზუგდიდში მუშაობდა არასამთავრობოში, მერე აქ გაყვა ზუგდიდელს. ბოლო 15 წელია თბილისში ცხოვრობენ. მთელი სოფელი დასტირის ჩვენს ულამაზეს, უნიჭიერსე გოგოს…გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა ჩვენი სკოლის თვალის ჩინი იყო“, – განუცხადა “პრაიმტაიმს” პედაგოგმა.
შეგახსენებთ, კურორტ საირმეში, ზუგიდელი ქალი 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა და სავარაუდოდ, თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.