LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შეიძლება თუ არა ნათლიის შეცვლა და რა უნდა ვიცოდეთ ნათლობის შესახებ

შეიძლება თუ არა ნათლიის შეცვლა და რა უნდა ვიცოდეთ ნათლობის შესახებ

დაპოსტა 2021/01/19-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება
ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ. სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული… შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება… თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები… თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ “ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება”.
სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება.

– როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?

– ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას – დიზაინერს, ავადმყოფობისას – რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად – საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას. არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, “დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება”, “მიხედავს”, “ოქროს ჯვარს აჩუქებს”, “კარგი ნათლია” ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება.

ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ. ოქრო და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.

– რა მოვალეობა აკისრია ნათლიას?
– სულიერი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხორციელ ნათესაობას უტოლდება. ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე. მისი განცდა, ტკივილი, მწუხარება, სიხარული ერთნაირად უნდა გავიზიაროთ. თუ ვიცი, რომ კვარტალში ერთხელ ვნახავ ნათლულს და ვერაფრით დავეხმარები, უმჯობესია უარი ვთქვა, ვიდრე ტაძარში აღთქმა დავდო აღმზრდელობითი და სიტყვა არ შევასრულო. შეუსრულებელი სიტყვისთვის ადამიანი ისჯება ღვთისგან. იმდენი სული უნდა ვიტვირთოთ, რამდენზეც შევძლებთ პასუხისგებას. კარგად უნდა ვერკვეოდეთ სახარების სწავლებაში, ვიცოდეთ მრწამსის მნიშვნელობა და თან გარანტი უნდა ვიყოთ ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ჩვილი მშობლებისა და ნათლიის სარწმუნოებით ინათლება, რადგან მას არჩევანის უფლება არა აქვს.
თუ პატარას ვნათლავთ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ თუ მშობლები მორწმუნენი არ არიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაყვანა ტაძარში, რომ ეზიაროს. სამწუხაროდ, არსებობენ მონათლული “ათეისტებიც”, რომელთაც ეკლესიის სწამთ, მაგრამ არა მღვდლის. არადა სწორედ იმ მღვდლის ხელით მოინათლა, რომლისაც არ სწამს. კატეხიზაცია კი ხელს უწყობს ადამიანს, ნათლიის მეშვეობით გაეცნოს სარწმუნოებრივ ანბანს, თუმცა უკუღმა ხდება დღეს, ნათლულისგან უფრო ხშირად ნათლიები სწავლობენ ქრისტეზე.

– გამართლებულია თუ არა რამდენიმე ნათლიის ყოლა?
– ნათლია ანათესავებს თავის ნათლულებს და ხორციელი ნათესაობის ხარისხს უტოლებს. ხორციელის მსგავსად ერთი სულიერი მამა უნდა ვიყოლიოთ. სულიერი მოძღვარი ერთი გვყავს, ხორციელი მამა ერთი, ასევე უნდა იყოს სულიერი ხელმძღვანელიც ერთი. ძველად გოგოსთვის გოგოს ირჩევდნენ, ხოლო ჭაბუკებისთვის – კაცებს. არის ნიუანსები, რომელსაც კარგად უხსნიან ნათლულებს ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლები. ნათლია იქნება ის, ვინც უწინამძღვრებს და საკურთხევლის წინ წარმოთქმულს უერთგულებს. პასუხი ყველას მოეთხოვება. მრავალი ნათლიობა შემოვიდა მეთოთხმეტე საუკუნიდან. ახლობელს რომ არ ვაწყენინოთ, იმიტომ ყველას ვანათლინებთ ერთდროულად. ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ ბევრი შვილის ყოლას არ ვაპირებთ და ქრისტიანული ცნობიერება არ გვაქვს. მრავალშვილიანობა მრავალნათლიობის პრობლემასაც ხსნის და უხერხული მომენტებიც ნაკლებად იქნება. თუ ქრისტიანულად ვცხოვრობთ, მერე აღარ გვერიდება უარის თქმაც.

– მრავალნათლიობამ ჯვრების სიმრავლეც ხომ განაპირობა? რამდენად საჭიროა ორი-სამი ჯვარი?
– ჯვარი გვეძლევა ხსნის სიმბოლოდ და ამავე დროს სულის გასაძლიერებლად,. ერთი ჯვარი საკმარისია. თუმცა, მრავალნათლიობამ ჯვრების სიმრავლე განაპირობა. ყველა ერთმანეთს უყურებს, ვინ როგორი ოქრო აჩუქა და ა.შ.

– რა დანიშნულება აქვს ნათლობის დროს პირსახოცს და ნათლობის შემდეგ როგორ უნდა გამოვიყენოთ?
– პირსახოცი სულიერი, ნათლის სამოსია. ერთი საკმარისია, იგი სიკვდილამდე ინახება უხმარად, არაფერში არ გამოიყენება. წესით, კარგი იქნება, თეთრი კვართი შევაკერინოთ ნათლობამდე და ისე მოვინათლოთ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ კვართით დაგვმარხონ.

– ნათლობის სანთლები…
– სანთელი დაბადების დღეებზე, ქორწილისა და სასიხარულო პერიოდებში შეგვიძლია დავანთოთ და თან გავიხსენოთ სულიერი ნათლიის ემბაზში შობის დღე.

– რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
– საუკეთესო საჩუქარი ქრისტიანულად აღზრდაა. ნივთიერ მხარეს რაც შეეხება, რომელიც ისევ სულიერებამდე მიგვიყვანს, ეს გახლავთ: ხატი, ლოცვანი, სულიერი ლიტერატურა, სიწმინდეები და ა.შ.

– შეიძლება თუ არა ნათლულებს შორის ქორწინება?
– ნათლულებს შორის ქორწინება არ შეიძლება. უწმინდესის განსაზღვრება მოტივირებულია გამრავლების მიზნით და იკონომიის პრინციპით. პატრიარქის შემოთავაზებით საქართველოში შვილიერებამ იმატა, ის სახელდებული იქნება ნათლიად. ეს არ გამორიცხავს რომ თითოეულს თავისი ცალკეული ნათლია ჰყავდეს, პატრიარქი ყველასათვის სწევს მამობას და ის იქნება აღმზრდელი სიტყვით, როგორც სულიერი მამა, ხოლო მეორეს მხრივ კონკრეტული ნათლია წარდგება ემბაზთან აღთქმებით.

***
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.

www.mshoblebi.ge
გაზიარება452

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"