პაკისტანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი ბელუჯისტანის პროვინციაში გზატკეცილზე ავტომობილებს, შემდეგ პოლიციის განყოფილებასა და მატარებელს დაესხა თავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედების ყველაზე დიდი იერიში გზატკეცილზე მოხდა, სადაც მათ 23 ადამიანი მოკლეს და 35 ავტომობილი დაწვეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს.










