დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მისი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის – კი.
“ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს”, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.










