2 000 ლარიანი ჯარიმა ეფექტური რომ ვერ ვერ გამოდგა, დაგეგმილი ქორწილები და ნათლობები მიანიშნებს.
სავარაუდოდ, არსებული შეზღუდების მიუხედავად ქორწილები და ხალხმრავალი შეკრებები კვლავ გაიმართება.
არაერთი მსგავსი ღონისძიების შესახებ უკვე საუბრობენ მიწვეული ადამიანები, რომლებიც ორჭოფობენ წავიდნენ თუ არა ხალხმრავალ სუფრაზე.
მართალია, რესტორნები არიან მასპინძლები, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებით პასუხისმგებლობა ფიზიკურ პირზე გადადის და ფიზიკური პირის ჯარიმა არაფერია იმ მოგებასთან, რომელსაც ისინი იღებენ.
ჩვენთვის უცნობია, ახორციელებს თუ არა შრომის ინსპექცია, ან საპატრულო პოლიცია აღნიშნული ობიექტების მონიტორინგს საკუთარი სურვილით, რადგან ქუთაისში დარღვევათა გამოვლენა შეტყობინების საფუძველზე მოხდა.
ასევე უცნობია ქალაქის მესვეურთა კომენტარები, რადგან ისინი თემას თავს არიდებენ.










