
ანდრეი შევჩენკო იტალიაში ბრუნდება და „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად შევჩენკო “ჯენოასთან” კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე , ერთი წლით განახლების შესაძლებლობით გააფორმებს, მისი ხელფასი კი სეზონში 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება. შევჩენკო ბოლოს უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა.










