როგორც მოგეხსენებათ “ქუთაისი 2010” პლეი-ოფის მე-3 შეხვედრას “რაშის” წინააღმდეგ თბილისში ,16:00 საათზე ჩაატარებს.
კოტე ტუღუშის შეგირდებმა საშინაო კედლებში “რაში” 2-0 დაამარცხეს და თბილისისკენ კარგი განწყობით გაემართნენ.
“საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, სახლში 2 თამაში მოვიგეთ. მივდივართ თბილისში საკმაოდ კარგი ჰანდიკაპით. შევეცდებით რომ სერია იქ დავამთავროთ.მზად ვიყავით რომ “რაში” გამოვიდოდა საბრძოლველად და ჩვენც ტოლი არაფერში არ დავუდეთ,საკმაოდ სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ.”-განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში “ქუთაისი 2010”-ის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი ოჩხიკიძემ .