ანასტასია შატალოვას ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. პაატა შავაძემ ჟურნალისტებს შატალოვას მიერ ივნისში მიცემული ჩვენების ასლი მიაწოდა, სადაც ის ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს.
შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო… ზურაბ ბერიძე ოთახში შემომყვა, დამიწყო დედის გინება და ლანძღვა, “შე მეძავო და ნარკომანოო!” დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნაახვენო”, – წერია შატალოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
ჩვენების მიხედვით, ზურაბ ბერიძე ლიკვიდაციით 2021 წლის 4 ივნისს დაემუქრა.
ადვოკატ პაატა შავაძის ინფორმაციით ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე. შავაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.
პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.










