ბენდი “ინტერვალი ” შეიქმნა 2018 წლის აპრილის თვეში და მას მერე აქტიურად მოღვაწეობს.
მიმდინარეობა – “ინტერვალი”
ბენდის წევრები არიან: დავით კიკნაველიძე – გიტარა/ვოკალი დავით პეტრიაშვილი – ვოკალი პაპუნა პეტრიაშვილი – ბასი დავით კალატოზიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტი.
“ინტერვალის” იდეა ეფუძნება ადამიანის ემოციების ინდივიდუალურ აღქმას, სპირიტუალურ განვითარებას და ეზოთერიკულ სამყაროს.
ალბომის “წერილი კონვერტში”კონცეფტი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ დაიკარგა მისტიურ ტყეში, ჯადოქრის დღიურით და სანთლით ხელში ეძებს ჯადოქრის სახლს. კონცეფტის უკან ბევრი ყოფადობის პრობლემაა წამოჭრილი. ყველა ჩვენთაგანშია რაღაც ტყე.
“ინტერვალის” მოსმენის საშუალება 22 თებერვალს, სწორედ რომ ქუთაისში “ლამპარში” ექნება ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს. ბენდი აქტიურად მუშაობს ალბომზე, რომელის მზის სინათლეს მალე იხილავს.