LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას-პეტრე ცისკარიშვილი

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას-პეტრე ცისკარიშვილი

დაპოსტა 2024/08/05-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნებში რუსული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიას აუცილებლად დაფინანსება დაუბრუნდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

მისი თქმით, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ქვეყნისთვის უფრო მძიმე შედეგები დადგება.

„რუსული კანონის მიღება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან ემსახურებოდა რამდენიმე ამოცანას ერთდროულად. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ესიამოვნებინათ რუსეთისთვის და გაეგზავნათ მესიჯი, რომ მათი გავლენის სფეროში არიან. ის ზონა არიან, სადაც რუსული გავლენა ვრცელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც კი არ მიიღო ეს კანონი, მაგრამ „ოცნებამ“ ეს არ ქნა, რადგან მათ ინტერესშიც შედიოდა ეს ყველაფერი – ნაკლები დემოკრატია, მეტი ავტორიტარიზმი, ისეთი ტიპის როგორიც არის რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში. აქედან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი მიეღოთ. ეს რუსული გავლენა, ანტიდემოკრატიული გარემო პირდაპირ მიზეზშედეგობრივია დასავლეთის მხრიდან იზოლაციასთან. ეს წარმოუდგენელია ვინმეს ვერ გაეთვალა. აქედან გამომდინარე გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მიზანი იყო დასავლეთის მხრიდან იზოლაცია და გაწევრიანება რუსულ, ბელარუსულ, ირანულ ბანაკში, სადაც ათწლეულები რჩებიან ხელისუფლებები და მთელი დინასტიებიც კი შექმნეს. ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათი ინტერესები რუსეთს ემსახურება და ევროინტეგრაციის გზის ჩახერგვას. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ხალხზე აისახება, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაშია დასაქმებული. ეს არის ბიო უსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს. ვირუსული საფრთხის კონტროლის კუთხით ჩვენ რეგიონში ვიყავით პირველ ადგილზე. ეს ლაბორატორია ჯერ კიდევ გვაქვს და მე იმედი მაქვს, რომ გაძლებს ეს ლაბორატორია არჩევნებამდე იმ რესურსებით, რაც ჯერ კიდევ აქვს, რადგან მას შემდეგ, რაც ესენი დამარცხდებიან არჩევნებში, აშშ-სთან აღდგება ურთიერთობა და ლუგარის ლაბორატორიას გაუგრძელდება დაფინანსებაც.

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, რა ნაბიჯებიც გადადგა, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო, რა კანონებიც შემოიტანა ქვეყანაში და დაგვიწესა „ქართულმა ოცნებამ“, ის შედეგი დადგა დასავლეთის მხრიდანაც. წარმოუდგენელია შენ აქ რუსული კანონები გქონდეს, დემოკრატიას ებრძოდე, ევროინტეგრაცია შეაფერხო, რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში შეიყვანო საქართველო და იმავდროულად დასავლეთს უყურებდე და ეუბნებოდე, რომ „ლუგარის დაფინანსება და სხვა ფინანსური დახმარებები რატომ არ გრძელდება“? ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ თუნდაც იმ რესურსებით, რომელიც მათ აქვთ და გასაგებია, რომ მწირი ინტელექტუალური უნარების ხალხია, მაგრამ ამის ვერ გათვლა წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი წავიდოდა სწორედ ამ გზით, რომ დასავლეთის მხრიდან შეფერხდებოდა ევროინტეგრაციაც, დაფინანსებაც, შეერთებულ შტატებთან პარტნიორული და სტრატეგიული კავშირები, ასევე გაიყინებოდა და უფრო მეტიც, თუ ეს ხელისუფლება დარჩება მთავრობაში 26 ოქტომბრის შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე და სავალალო შედეგები დადგება სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოვექცევით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"