კიდევ ერთი ისტორია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან – “მთავარ არხს” ყოფილი ბენეფიციარი დაუკავშირდა. მოზარდი ფიზიკურ ძალადობას, აღმზრდელების დასჯის მეთოდებსა და კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა აღმზრდელი მოზარდებს ჩექმით სცემდა.
“რამდენიმე მასწავლებელი ვინც ასეთი ცუდი მასწავლებელი იყო, ყველს თავისი დასჯის მეთოდი ჰქონდა, ზოგი საჭმელს არ აჭმევდა, ზოგი ფეხზე გვაყენებდა, ზოგი კუთხეში დაგვაყენებდა, ზოგ ბავშვს წყალი რომ უნდოდა არ უშვებდა მაშინ, საპირფარეშოში შესვლა რომ უნდოდა არ აცდიდნენ”, – ყვება ყოფილი ბენეფიციარი.
ის კონკრეტული აღმზრდელის ვინაობასაც ასახელებს – ასახელებს ირმა გორდეზიანი “მთავარ არხთან” მანამდე სხვა ყოფილმა ბენეფიციარმაც ამხილა.
“ცალ ფეხზე დაგვაყენებდნენ ხოლმე, ხელში სკამს გვაჭერინებდნენ, ხან ბუქნები, ბევრჯერ საჭმლის გარეშეც დავუტოვებივართ, ტვალეტშიც შევუყრივართ ყველა, ღამე ლოგინების წინ დავუჩოქებივართ, ჩექმით, თავისი ფეხსაცმლით მცემსეს”, – ყვება ის.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დაააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.
ნინოწმინდის პანსიონს ბავშვები ეტაპობრივად ტოვებენ.