ყაზბეგში 5 პირს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.
„გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბრისას.