„კანის“ 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა და ჩვენ 28 მაისამდე გვექნება საშუალება წითელ ხალიჩაზე თვალი ვადევნოთ მსოფლიო ვარსკვლავებს.ამჯერად, ფილმის, „არმაგედონის დროის“ პრემიერაზე ჯულია რობერტსი გამოჩნდა და როგორც მას სჩვევია, ყველა დაჩრდილა.
54 წლის ლამაზმანმა „ლუი ვიტონის“ მუქი ლურჯი კიმბონეზონი მოირგო, რომელსაც „ბულგარის“ 107,15 კარატიანი, ბრილიანტის ყელსაბამი შეუხამა. მის „ლუქს“ გაშლილი წითური თმა და საფირმო ღიმილი ასრულებდა.