LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მძიმე თვე გვქონდა – რატომ მოხვდა ნათია ფანჯიკიძის შვილიშვილი საავადმყოფოში

ღარიბაშვილს უთქვამს, თავის მოკვლის უფლება კანონით აქვს ყველასო. საფრთხის შემცველი განცხადებაა ეს – ნათია ფანჯიკიძე

დაპოსტა 2021/10/29-ში
A A
141
ნახვა
გაზიარება

სიმართლე გითხრათ, ახლახან ნაცებისგან ჩემკენ მომართული შლეგის ისეთი ცუნამის დიდებულებით დავტკბი, რომ ძალიან მეზარება, ახლა კიდევ მეორე მხარის ფსკერი გავააქტიურო, მაგრამ შეგნებული ხალხი ხომ ყველა მხარესაა, ვისაც გამოთქმულის ჯანსაღად გაგება შეუძლია, ხოდა ამაზე ყურადღების არგამახვილება უბრალოდ შეუძლებელია. თანაც ბარემ ჰალოვინის კვირაა და იბოგინოს ყველანაირმა დაბალმა ვიბრაციამ, არაუშავს. მოკლედ, ღარიბაშვილს უთქვამს, თავის მოკვლის უფლება კანონით აქვს ყველასო. ზოგადად რა საფრთხის შემცველი განცხადებაა ეს, ცალკე განსახილველი საკითხია, ქვეყანაში, სადაც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ხშირად სერვისებზე ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ და რომ მაგალითად, ჯგუფურ თერაპიაში პროტოკოლით იკრძალება პაციენტის მიერ წამოწყებული სუიციდის თემის გააქტიურება, რომ ჯგუფის წევრების იდენტური ფიქრები არ გამოიკვებოს. თერაპევტმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეძლოს თემის ცვლილება. მაგრამ მოდით, კონკრეტულ თემასთან დავრჩეთ: აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც სააკაშვილის სამართლიანად გასამართლების მოლოდინი აქვს, მაგრამ უპირველესად მათ მინდა გაიაზრონ ეს, – სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის. როცა ვიღაც შენ თვალწინ არათავისი სიკვდილით კვდება, ორი ვარიანტი გაქვს, ან მკვლელთან იდენტიფიცირდები ქვეცნობიერად, ან მსხვერპლთან. მისი მოყვარულები, ტრავმასთან ერთად, საჩუქრად “სამშობლოსთვის შეწირულ გმირს” მაინც მიიღებენ, ამაში მაინც დარჩებიან “მოგებული”, რომ ეგონებათ რაღაც დიადის ნაწილი არიან, მერე რა, რომ ეს მსხვერპლი დღეს ქვეყანას არაფერში გამოადგება, პირიქით, მაგრამ პუბლიკას უყვარს მსხვერპლი, რომელიც ადამიანური ნაკლოვანებებისგან თავისუფლდება და მაღლდება, შესაბამისად მისი ერთგული ხალხისთვის ეს განდიდება, რელიგიურ-კულტურულ-არქეტიპული თვალსაზრისითაც, ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე ტრავმის კომპენსაციად იმუშავებს. არმოყვარულები კი მორალური სრული კატასტროფის წინაშე დადგებიან. არმოყვარულებს არანაირი კომპენსაცია არ შერჩებათ, გარდა ქვეცნობიერი ბრალეულობის, მკვლელობაში თანამონაწილეობის განცდისა. მე არ მინდა ეს ტრავმა რომ მომაყენოს ვინმემ. არ დამიმსახურებია, იქით მქონდეს დანაშაულის გრძნობა. დარწმუნებული ვარ, არც არავის გინდათ. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, შეწყდეს ჩვენი ფსიქიკის ტრავმირება, ყველა გველაპარაკოს ადამიანურ ენაზე. მთავრობისგან ერთადერთი სიტყვები უნდა ისმოდეს: “გარანტიას გაძლევთ, არაფერი მოუვა, ჩატარდება სამართლიანი სასამართლო”. მთავრობამ არ უნდა კვებოს ჩვენი კოლექტიური “მკვლელი” ბუნება. სააკაშვილს კი ყველა მისმა მომხრემ, რომელსაც აზროვნების უნარი აქვს, ასევე უნდა სთხოვოს, შეწყვიტოს თავისი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა. ასეთი კარგი მცდელობაა ოპოზიციის ახალი დაჯგუფების მხრიდან, გველაპარაკებიან საქმეზე, გვეპრანჭებიან, გვიმღერიან, გვაიმედებენ… რომ არა ეს დრამა პარალელურ ხაზად, შანსი გაგვიჩნდებოდა, დაგვებრუნებინა ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრება, რომელიც 30 წლის ტანჯვის შემდეგ მაინც ნამდვილად დავიმსახურეთ.” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
მთავარი

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

დაწვრილებითDetails

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისთვის ემზადებიან
კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად,...

დაწვრილებითDetails

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს?

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად...

დაწვრილებითDetails

ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს
მთავარი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს”, - განუცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს...

დაწვრილებითDetails

ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"