“ქუჩაში დავრჩით, ორ ცეცხლს შორის ვარ” – საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს საფრანგეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს საფრანგეთში სამოგზაუროდ წავიდა და ამჟამად ქალაქ ნანტში იმყოფება. მის გარშემო კი საქართველოში დაბრუნების მსურველი 10 ადამიანია. მისივე თქმით მათ შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვთ და ღმერთის იმედად არიან დარჩენილი:
“საელჩოში რამდენჯერმე დავრეკეთ. იციან რომ საქართველოში დაბრუნება გვინდა, მაგრამ თვითონაც არ იციან ეს როდის მოხერხდება და დაინიშნება რეისი. მგონი საერთოდ არ გეგმავენ საფრანგეთიდან ჩარტერის დანიშვნას. საელჩოში მიპასუხეს რომ საფრანგეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს დაბრუნებას. ჩემს გარემოცვაში ათნი ვართ ასეთი, თუმცა მგონი ეს არავის აინტერესებს. აქ საერთოდ ყველაფერი პრობლემაა უკვე, დღეიდან ქუჩაში დავრჩით და ვნახოთ რა იქნება, უფლის მადლით იქნებ გადავრჩეთ. არ ვიცი რა იქნება, როგორ დაველოდებით გზის გახსას. ოცში ვერ მოვასწარი ბილეთის ყიდვა, ოთხში მინდოდა გამოფრენა, მაგრამ რეისი გააუქმეს პარიზიდან. სასტუმროში ვეღარ შევდივარ, ფინანსები შეზღუდული მაქვს. სასტუმროს და საკვებს ვერ გავწვდები. რეისი თუ დაინიშნა ბილეთი 200 ევრო იქნებაო და ვარ ორ ცეცხლს შორის. უფლის იმედზე ვარ” – გვწერს საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე.
როდის და საიდან ჩამოიყვანს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში