ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომიბილი და ერთი მიკროავტოვუსი შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ავარიის შედეგად რუსთაველის ქუჩაზე საცობია.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.