ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციახვალ, 18:00 საათზე გაიმართება.
აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი. მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას და მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
“2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი. 2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით! სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18:00 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან გაიმართება.










