ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. შემთხვევა ილია ჭავჭავაძის გამზირზე 34 ნომერში დღეს მოხდა.
ფასადის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია.









