ქუთაისის ისტორიული საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციის მოლოდინშია. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა „მეგა ტვ“-თან საუბრისას განაცხადა რეაბილიაციის პროექტი უკვე მზადაა და ტენდერი სავარაუდოდ ზაფხულში გამოცხადდება. მისივე თქმით რეაბილიტაციის ფარგელბში ახალი სამკითხველო დარბაზები მოეწყობა, ბიბლიოთეკას ასევე ექნება მშრალი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. პროექტის ფარგელბში ასევე იგეგმება წიგნის მუზეუმის მოწყობა.










