ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ცნობით, მანქანა ბოძს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










