გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს:
შეწყდეს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ ზეწოლა;
უზრუნველყოფილი იყოს კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლიანი მოპყრობა;
დაცული იყოს მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის პირობები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და „თრიალეთის“ მხარდამჭერები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.










