მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების პროცესიც.
აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...










