ქუთაისში ცოტა ხნის წინ სუპერმარკეტი “ფემილი” გაქურდეს. ქსელური მაღაზიის გაძარცვული ფილიალი “ფემილი” იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ მდებარეობს.
როგორც ცნობილია მძარცველებმა მინები ჩაამსხვრიეს და შემობაში ისე შევიდნენ.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა “ინფო იმერეთს” განუცხადა სასურსათო ობიექტიდან თამბაქო მოიპარეს.
“დილით როცა მოვედით, მინები ჩამსხვრეული, შიდა ტერიტორია კი დარბეული დაგხვდა, თამბაქოა წაღებული, სამი პირი შემოვიდა მაღაზიაში”, – განაცხადა მენეჯერმა.
სამართალდამცველებმა მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.










