მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 სექტემბერს აღინიშნება, ქუთაისში პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. პროექტის ” მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის გამზირის გარკვეული მონაკვეთი დაასუფთავეს. მსოფლიოს დასუფთავების დღე – ერთ-ერთი დიდი სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მსოფლიოს 157 ქვეყანიდან ერთი მიზნის – სუფთა პლანეტისათვის აერთიანებს.
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.









