ქუთაისში პენსიონერები საპენსიო სესხების განულებას მოითხოვენ. მოქალაქეები მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერში შეიკრიბნენ და განცხადებები დაწერეს.
საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი იურისტებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს და ,,ლიბერთი ბანკში” სესხების განულების მოთხოვნის განაცხადები შეიტანეს.
,,საუბარია ე.წ საშეღავათო პერიოდის, რითაც კოვიდ პანდემიის დღის პენსიონერებს ბანკმა თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობაც გაუხარდა. უკვე არსებობს არაერთი პრეცენდენტი, რომ პარტია ,,მოქალაქეების” ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება).” – ამბობენ საპარლამენტო ჯგუფის ,,მოქალაქეების” წარმომადგენლები.









