ქუთაისში, ოპერის თეატრის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. როგორც ცნობილია ცეცხლი საცხოვრებელ სახლში სარეცხ მანქანას გაუჩნდა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ფოტო: გაგი ახალაძე